მოგზაურობის დამხმარე ქართულად
სად მიდიხარ?
ბილეთი და ინტერნეტი საზღვარგარეთ ერთ ადგილას, ქართულად.
- ავიაბილეთები
- eSIM ინტერნეტი
- VPN-ის რჩევები
ინტერნეტი პოპულარულ მიმართულებებში
eSIM პაკეტები, ინსტალაციის ინსტრუქცია და VPN-ის რჩევა თითოეული ქვეყნისთვის.
როგორ მუშაობს
- 1
აირჩიე მიმართულება
მიუთითე, სად და როდის მიდიხარ, ან უბრალოდ ჰკითხე AI დამხმარეს.
- 2
შეადარე ვარიანტები
ბილეთების ფასები, ინტერნეტის პაკეტები და VPN-ის რჩევა ერთ გვერდზე.
- 3
იყიდე სანდო პარტნიორთან
გადახდა ხდება პარტნიორის საიტზე და ფასი შენთვის იგივეა.

AI დამხმარე · მალე
ჰკითხე, როგორც მოგზაურ მეგობარს
მალე შეძლებ, ქართულად დაწერო, სად და როდის მიდიხარ, და დამხმარე ყველაფერს ერთად მოგიძებნის. მანამდე ნახე ინტერნეტის პაკეტები და VPN-ის რჩევები მიმართულებების მიხედვით.
ნახე მიმართულებებიყველაფერი ქართულად
ინსტრუქციები, რჩევები და დახმარება გასაგებ ქართულ ენაზე.
რეგისტრაციის გარეშე
Aguli-ზე ანგარიში არ გჭირდება: მოძებნე, შეადარე და იყიდე პარტნიორის საიტზე.
გამჭვირვალე ფასები
ფასს ჩვენ არაფერს ვამატებთ. საბოლოო ფასსა და პირობებს გადახდამდე პარტნიორის საიტზე ნახავ.
ხშირი კითხვები
მოკლე პასუხები ყველაზე ხშირ კითხვებზე eSIM-სა და მოგზაურობაზე.
რა არის eSIM?
ციფრული SIM ბარათი, რომელიც ტელეფონში QR კოდით ინსტალირდება. პლასტიკური ბარათი არ გჭირდება და ჩასვლისთანავე გაქვს ინტერნეტი.
მხარს უჭერს თუ არა ჩემი ტელეფონი eSIM-ს?
ახალი მოდელების უმეტესობა კი: iPhone XS/XR და უფრო ახალი, Samsung Galaxy S20 და უფრო ახალი, Google Pixel 3 და უფრო ახალი. ბიუჯეტურ მოდელებს eSIM ხშირად არ აქვს. შეამოწმე პარამეტრებში „Add eSIM“ („eSIM-ის დამატება“). ტელეფონი ოპერატორზე მიბმული არ უნდა იყოს.
ქართული ნომერი იმუშავებს?
კი, ნომერი ზარებისა და SMS-ისთვის აქტიური რჩება (ოპერატორის როუმინგის ტარიფით). ინტერნეტისთვის eSIM-ს აირჩევ, ქართულ SIM-ზე კი მონაცემების როუმინგი გამორთე, რომ ზედმეტი თანხა არ ჩამოგეჭრას.
როგორ გამოიმუშავებს Aguli ფულს?
ბილეთს, eSIM-ს ან VPN-ს პარტნიორის საიტზე ყიდულობ. პარტნიორი ჩვენ მცირე საკომისიოს გვიხდის, შენთვის ფასი არ იცვლება.
